1. პროექტის სახელწოდება: ოქროს კვეთა .
2. პროექტის მთავარი თემა: ოქროს კვეთის პროპორციები მათემატიკაში, ბუნებასა და ხელოვნებაში.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაიხსენებენ პროპორციულ ნაწილებად დაყოფის პროცესს, დამოკიდებულებას ამ ნაწილებს შორის. ისტ-ის საშუaლებით მოიძევენ და დაახარისხებენ საჭირო ინფორმაციას, აღმოაჩენენ კავშირს მათემატიკასა და მეცნიერების
სხვა დარგებს შორის. კვლევის საშუალებით
მიღებული ცოდნა ანვითარებს
მაგალ სააზროვნო
უნარებს და ხანგრძლივი
დროით დამახსოვრებაზეა გათვლილი.
4. პროექტის მიზნები:მოსწავლეები შეძლებენ რიცხვების
(ასევე მონაკვეთების) პორციულ ნაწილებად დაყოფას, მათ შორის ოქროს შუალედების აღმოჩენას, მათემატიკის დაკავშიერებას გარემომცველ სამყაროსთან ,ისტ-ის საშუალებით ინფორმაციის მოპოვებას,დახარისხებასა და ამ ინფორმაციის ორიგინალულად წარმოდგეენას, გაიღრმავებენ ცოდნას, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფურ მუშაობასა და გუნდურ წარმატებაში.
6. პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროცედურები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძევენ ღთაებრივი პროპორციების ნიმუშებს,დაახარისხებენ ,შექმნიან სლაიდ შოუს და წარუდგენენ აუდიტორიას პრეზენტაციის საშუალებით,გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი, მათემატიკის სახელმძღვანელო, ფომატის ფურცლები,
ფლომასტერები.
9. პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, დაინაწილებენ სამუშაოს სურვილისა
და შესაძლებლობების მიხედვით,გაეცნობიან პროექტის შეფასების რუბრიკებს, რაც გაუადვილებთ მათ თვითშეფასებას, გუნდები ირჩევენ ლიდერს,ვინც
კოორდინირებას გაუწევს მათ მუშაობას,მასწავლებელი სისტემატიურად ანხორციელებს მონიტორინგს, რათა არ მოხდეს თემიდან გადახვევა. საბოლოოდ გუნდები შეაჯერებენ კვლევის შედეგებს,შექმნიან სლაიდ-შოუს და საერთო პრეზენტაციის საშულებით გააცნობენ მსმენელებს,გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
No comments:
Post a Comment